მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ცდილობს არ შეასრულოს ვალდებულება და არ დააბრუნოს ტყვეები: მანე გევორგიანი

სომხეთი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა მანე გევორგიანმა განაცხადა “არმენპრესის” კითხვაზე.

– 11 მაისს რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა ბაქოში ისაუბრეს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების აუცილებლობაზე. ამ კონტექსტში აღინიშნა დანაღმული  მინდვრების რუქების მოწოდება. როგორ გამოეხმაურებით ამ განცხადებას?

–  ჰუმანიტარული ვალდებულებების და უნივერსალური ღირებულებების ერთგული, სომხეთი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას. ამავდროულად, დაუშვებლად მიგვაჩნია 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე -8 მუხლში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომლის დასაბუთებასაც აზერბაიჯანი ცდილობს უსაფუძვლო კომენტარებით. საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია სამხედრო ტყვეთა და სხვა დაპატიმრებულთა დაუყოვნებლივი და უპირობოდ დაბრუნების თაობაზე ნათელია.

ნახეთ მეტი
Back to top button