მთავარისაზოგადოება
საარჩევნო კამპანია 7 ივნისს დაიწყება და 18 ივნისამდე გაგრძელდება

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია 7 ივნისს დაიწყება და 18 ივნისამდე 24:00 საათამდე გაგრძელდება. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 მაისის სხდომაზე.
”კანდიდატების, პარტიების ან ბლოკის წევრი პარტიების თვითაცილების თაობაზე განცხადებების წარდგენის ბოლო ვადაა 10 ივნისი, 18:00 საათამდე”, – თქვა ცესკოს თავმჯდომარემ მუკუჩიანმა.
საარჩევნო უბნების ფორმირება მოხდება 2021 წლის 26 მაისამდე.
პარტიებისა და ალიანსების საარჩევნო სიების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 26 მაისიდან 30 მაისი. ამომრჩეველთა სიები 31 მაისს განთავსდება საარჩევნო უბნების ხილულ ადგილზე.
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.