მთავარიპოლიტიკა

საქართველომ ”ჩაშალა” რუსულ-თურქული პლატფორმა. “თურქეთის დერეფნის” ალტერნატივა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს ერევანს ეწვევა. რამდენიმე დღის წინ იგი ბაქოში იმყოფებოდა, სადაც განსაკუთრებით კმაყოფილი არ არიან თბილისის პოზიციით, წერს Lragir.am.

”ბაქოში, 2020 წლის დეკემბერში, ერდოღანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ალიევის ინიციატივას, ექვსი ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი და ირანი) პლატფორმის შექმნის შესახებ. მართალია, ამ იდეამ დღემდე განვითარება ვერ ჰპოვა. უფრო მეტიც, საინტერესო ის არის, რომ არა სომხეთის გამო. ამ დრომდე ოფიციალურ თბილისს არ სურს დათანხმდეს ამ პლატფორმის ერთობლივ მონაწილეობას მოსკოვთან”, – იტყობინება ბაქოს მედია.

ფაქტობრივად, საქართველომ “ჩაშალა” რუსულ-თურქული პლატფორმა. ამავე დროს, საქართველომ მონაწილეობა მიიღო ერევანში გამართულ ხუთმხრივ შეხვედრაში, სადაც განიხილებოდა სპარსეთის ყურე – შავი ზღვის დერეფანი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს, ირანის, სომხეთის, საბერძნეთისა და ბულგარეთის წარმომადგენლები.

იმავე დღეებში ინდოეთმა გამოაცხადა სატრანსპორტო გეგმების შესახებ, რომლებიც მოიცავდნენ აღნიშნულ დერეფანსაც. ბლოგერი ალექსანდრე ლაპშინი ამასთან დაკავშირებით წერს, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ამ დღეებში ერევანში დაწვეს განდის ძეგლი, და ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ გავრცელდა ინდურ მედიაში. ლაპშინი ფიქრობს, რომ ეს სომხების მიერ არ არის ორგანიზებული. 44-დღიანი ომის შემდეგ შესრულდა სამმხრივი დეკლარაციის ყველა პუნქტი, გარდა ორისა: ტყვეების დაბრუნება და კომუნიკაციების გახსნა. ბაქო და მოსკოვი ცდილობენ დააკავშირონ ეს ორი საკითხი და აიძულონ სომხეთი გახსნას “თურქული დერეფანი”. მაგრამ ეს გეგმები რეგიონში ფართო წინააღმდეგობას ხვდება.

ეს არის პოტენციურად ძალიან სერიოზული სატრანსპორტო კვანძი, რომელსაც თავისი მნიშვნელობა ექნება რეგიონალური ჩარჩოების გარეთაც, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა. როგორ წარმოუდგენია რუსეთს “სატრანსპორტო კვანძი” სომხეთის კომპეტენციის საზღვრებში? სომხეთში ლავროვმა თქვა, რომ სატრანსპორტო კავშირების გახსნა უნდა იყოს “ნებაყოფლობითი”, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სომხეთმა რუსეთს უნდა გადასცეს ირანთან საზღვარი “თურქული დერეფნის” გასაკონტროლებლად.

ალიევი ამბობს, რომ რუსეთთან განიხილება რკინიგზასთან დაკავშირებული საკითხები. ”სომხეთის რკინიგზა რუსეთს ეკუთვნის. ამიტომ, ამ საკითხს რუსულ მხარესთან ერთად განვიხილავთ”, – აღნიშნა მან.

განიხილება თუ არა სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერევანში ვიზიტის დროს? ეს მნიშვნელოვანია საქართველოში მზარდი ანტითურქული განწყობის ფონზე, სადაც პროტესტი გრძელდება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.

თურქეთის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ ერდოღანი ეწვევა თბილისს. მანამდე გამოცხადდა 12 მაისს ერდოღანის შუშიში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. მაგრამ ბაქო ეჭვობს, რომ ვიზიტი შედგება. დაუშვებენ რუსი სამშვიდობოები ერდოღანის შესვლას შუშში?

ნახეთ მეტი
Back to top button