მთავარიპოლიტიკა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ერევანში შეხვედრებს გამართავს ნიკოლ ფაშინიანთან და არა აივაზიანთან

12 მაისს სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც ,,არმენპრესს“ განუცხადეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ არა აივაზიანთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი წიწერნაკაბერდის მემორიალთან პატივს მიაგებს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საპატივსაცემოდ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის სახელით გაიმართება ოფიციალური ვახშამი.

ნახეთ მეტი
Back to top button