მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ომბუდსმენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ანტისომხური გამოსვლები გადაუგზავნა გაეროს, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანოებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ის გამოსვლები, რომლებიც შეიცავენ სომეხთმოძულეობას,  მტრობისა და სიძულვილის ენას სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა გადაუგზავნა  გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს, ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის კომიტეტს, გაეროსა და  ევროსაბჭოს  ადამიანის უფლებათა კომისარს და  მთელ  რიგ  სხვა ორგანოებს.

ამის შესახებ ვიგებთ სომხეთის რესპუბლიკის  ადამიანის უფლებების დამცველის  დამცველის Facebook- ის გვერდიდან.

ამჯერად საუბარია აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2021 წლის აპრილის გამოსვლებზე. თავის გამოსვლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საუბრობს ძალისა და მუქარის ენაზე, იყენებს სიტყვებს, რომლებიც ამცირებს მთელი სომეხი ხალხის, სომხეთისა და არცახის  მთელი მოსახლეობის ღირსებას, იწვევს დაძაბულობას სომხურ საზოგადოებაში, იგი ხაზს უსვამს აზერბაიჯანელი ხალხის უპირატესობებს.

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის მიერ ინიცირებული ეს პროცესი უწყვეტი იქნება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის გამოსვლები და შეტყობინებები ექვემდებარება განსაკუთრებულ მონიტორინგს. სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის მიზანია აზერბაიჯანის ხელისუფლების გენოციდური პოლიტიკის ჩვენება, რომელიც შეიცავს ადამიანის უფლებათა უხეშ  დარღვევებს,  საფრთხის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესებს.  

ნახეთ მეტი
Back to top button