მთავარიპოლიტიკა

აივაზიანმა და ზალკალიანმა განიხილეს რეგიონალურ უსაფრთხოებასთან, ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  არა აივაზიანი  შეხვდა  საქართველოს ვიცე პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, რომელიც ერევანში ჩავიდა საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დელეგაციის შემადგენლობაში.

როგორც გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებრივი დიპლომატიის დეპარტამენტიდან,  მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივი დღის წესრიგი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც.

წყაროს თანახმად, მხარეებმა  განიხილეს  ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობები, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.ამ მიმართულებით ჩატარდა რეგულარული კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და ურთიერთდაკავშირების საკითხები. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არა აივაზიანმა ხაზი გაუსვა, რომ ძალის გამოყენება ხელს უშლის კონფლიქტების მოგვარებას, არღვევს რეგიონალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ნახეთ მეტი
Back to top button