გეღარქუნიკის რეგიონში მტრის დაწინაურების შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აცნობა გეღარქუნიკის გუბერნატორმა გნელ სანოსიანმა.
12 მაისს სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგემ პოზიციები დაიკავა ვარდენისის რაიონის ზოგიერთ ნაწილში.
გნელ სანოსიანი იუწყება, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
ამჟამად მტერი სამუშაოებს ახორციელებს 2020 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებით მის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, სადაც ამინდის პირობების გამო თვეების განმავლობაში ვერ შეძლო პოზიციონირება. მტრის პოზიციონირების დროს გამოჩენილ საეჭვო ნაწილები ზუსტდება სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ.
,,გარწმუნებთ, რომ სიტუაცია სრულად კონტროლდება სრ- ს შეიარაღებული ძალების მიერ. გთხოვთ, პანიკას ნუ აჰყვებით, თვალყური ადევნეთ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას”, – აღნიშნა გეღარქუნიკის გუბერნატორმა.
პოზიციების წინ წაწევის შემთხვევა დაფიქსირდა სიუნიკის იშხანასარის მონაკვეთზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანელებთან ყოფილ პოზიციებზე დასაბრუნებლად.