პოლიტიკა

თაგუჰი თოვმასიანმა წარმოადგინა დეტალები გეღარქუნიქის რეგიონში საზღვრის მდგომარეობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა თაგუჰი თოვმასიანმა წარმოადგინა დეტალები  არმიის  კორპუსის მეთაურთან საუბრისას გეღარქუნიქის რეგიონის სასაზღვრო ვითარებაზე. მან ასეთი ჩანაწერი გააკეთა თავის “ფეისბუქის” გვერდზე:

”ძვირფასო თანამემამულეებო, გეღარქუნიქის რეგიონის მცხოვრებლებო,  ცნობამ იმის შესახებ, რომ  აზერბაიჯანის შეიარაღებულმა  ძალებმა ვარდენისის რაიონის შორჟას დასახლებაში წინ წამოიწიეს ძალიან შემაშფოთა.  

ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ჩვენი არმიის კორპუსის მეთაურს. მინდა გადმოგცეთ მისი სიტყვები, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს  რაიმე მოქმედება არ განუხორციელებიათ გეღარქუნიქის რეგიონში, რაიმე აგრესიას ადგილი არ ჰქონია.

რა მოხდა სინამდვილეში?  9-10 ნოემბერს სამარცხვინო დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, როდესაც ქარვაჭარი ჩაბარდა, დიდთოვლობის გამო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები იმ ადგილებში იმყოფებოდნენ, სადაც ეს შესაძლებელი იყო. ახლა თოვლი დნება, ისინი ჩნდებიან მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებშიც, ისინი უფრო მოგვიახლოვდნენ. გენერალმა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ ჩამოსულან  და ვერც ერთი მილიმეტრით ვერ მიუახლოვდებიან სომხეთის სახელმწიფო საზღვარს. ერთი სიტყვით, გეგარქუნიქის რეგიონში ჯერ საშიში არაფერია. მჯერა მეთაურის სიტყვებს, რადგან 44-დღიანი ომის დროს, მისი  ჯარის კორპუსი გმირულად იბრძოდა, 1 მეტრით არ დაუხევია უკან, პირიქით, პოზიციური უპირატესობები მივიღეთ ომის დროს. ჩვენ ქარვაჭარი და მიმდებარე ტერიტორიები გასროლის  გარეშე ჩავაბარეთ, რაც სამწუხაროა“,- წერს დეპუტატი.

ნახეთ მეტი
Back to top button