მთავარიპოლიტიკა

სიუნიქში სიტუაცია ფეთქებსაშიშია. გაიმართა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა

სრ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ფეისბუქის გვერდზე წარმოადგინა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული მისი განცხადება.

უსაფრთხოების საბჭოს პატივცემულო წევრებო, ძვირფასო თანამემამულენო, უკვე მე-2 დღეა, რაც სიუნიქის ოლქის შავი ტბის გარშემო და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეთქებსაშიში  სიტუაციაა. მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფებმა გადაკვეთეს სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და შავი ტბის მიტაცებაზე მიმართული მოქმედებები განახორციელეს. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი სტრატეგიული მოქმედებები განახორციელეს. ზოგიერთ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული აზერბაიჯანელები ჩვენი შეიარაღებული ძალების საპირისპირო მოქმედებების შედეგად  გასცილდნენ ტერიტორიას. არც აზერბაიჯანის არც სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მხრივ ამ მომენტის მდგომარეობით ცეცხლსასროლი იარაღის ან  იარაღის რაიმე სხვა სახეობის გამოყენების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. მაგრამ, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 250 წარმომადგენელი ისევ რჩება ჩვენი სახელმწიფო საზღვრის შიგნით სიუნიქის და გეღარქუნიქის ოლქების ზოგიერთ მონაკვეთებში. სიტუაციის ღრმა და ყოველმხრივი შეფასება აშკარას ხდის, რომ აზერბაიჯანელების მიერ განხორციელებული მოქმედება პროვოკაციაა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ვრცელი სამხედრო-პოლიტიკური მიზნები. მხედველობაში მაქვს ის, რომ აზერბაიჯანელებმა საზღვრის აღნიშნული  ადგილი გადაკვეთეს არა თუ ლოკალური საკითხის გადასაჭრელად, არამედ სამხედრო შეტაკების პროვოცირების მიზნით. ამაზე მეტყველებენ შემდეგი ფაქტები:

პირველი: აღნიშნულ ადგილზე მათი ყოფნა აზერბაიჯანელი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ცდილობენ ახსნან აშკარად გაყალბებული მათი რუკების მეშვეობით. ამით ცდილობენ რა დაასაბუთონ, რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა. როგორც უკვე აღვნიშნე, საბჭოთა კავშირის დროს დამტკიცებული რუკები ერთმნიშვნელოვანს ხდიან, რომ აზერბაიჯანელების ეს დაჟინებები უსაფუძვლოა, რის შესახებაც იციან თავად აზერბაიჯანელებმაც.

მეორე:   პროვოკაციების დაწყების დღეს აზერბაიჯანმა გამოაცხადა 16 მაისს 15 ათასი სამხედროს მონაწილეობით ფართომასშტაბიანი სამხედრო ვარჯიშების ჩატარების შესახებ.  

მესამე: ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთის ტერიტორიის მთლიანობის მიმართ ღია მუქარით გამოვიდა, აღნიშნა რა, რომ ძალის გამოყენებით დერეფანს გახსნის აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის, როგორც თავად  უწოდებდა,ზანგეზურის  დერეფნის სახით. ჩვენი შეფასება ერთმნიშვნელოვანია: შექმნილი სიტუაცია სრულფასოვნად შეესაბამება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, ერთი ან რამოდენიმე მონაწილე სახელმწიფოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტის მიმართ საფრთხის შემქმნელი სიტუაციის ან საერთაშორისო მშვიდობისა და  უსაფრთხოებისთვის მუქარის შემთხვევაში, თანაწევრი სახელმწიფოები დაუყოვნებლივ გაააქტიურებენ ერთობლივი კონსულტაციების მექანიზმს, მათი პოზიციების კოორდინირებისა და მუქარის აღმოფხვრის მიზნით ზომების მისაღებად.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ არა აივაზიანს, თავდაცვის მინისტრის  მოვალეობის შემსრულებელ ვაღარშაკ ჰარუთიუნიანს, უსაფრთხოების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანს, ვავალებ:

  1. მიიღონ ზომები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების დაწყების მიმართულებით,  კერძოდ, კუხოს წევრ ქვეყნების პოზიციების კოორდინირების და წარმოქმნილი საფრთხის აღმოფხვრისთვის ზომების მიღების მიმართულებით.
  2. მეორე, გატარებული იქნას ღონისძიებები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კრიზისულ სიტუაციებში რეაგირების 2010 წლის 10 დეკემბრის რეგულაციით გათვალისწინებული პროცედურების დაწყებისათვის. შეგახსენებთ, რომ ამ წესით ისაზღვრება კრიზისული სიტუაციების დარეგულირებისათვის მიმართული ერთობლივი მოქმედებების შესახებ დადგენილებების მიღების მექანიზმი. პატივცემულო კოლეგებო, საჭიროდ მიმაჩნია ავღნიშნო, რომ ამ მომენტში იმ ადგილებში სადაც ზემოაღნიშნული სიტუაციაა შექმნილი ურთიერთავდასხმა ან გასროლა არ მომხდარა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ზემოაღნიშნული პროცედურების სწრაფი გამოყენება აუცილებელია მოვლენების შემდგომი გართულების თავის არიდებისა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების მიზნით. და ამ ზომებს ჩვენ ვიღებთ როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი.

 

ნახეთ მეტი
Back to top button