მთავარიპოლიტიკა

სომხეთი და საქართველო ინარჩუნებენ დაბალანსებულ პოზიციას მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებით

სომხეთსა და საქართველოს აქვთ დინამიკურად განვითარებადი თანამშრომლობის  ფართო დღის წესრიგი,  რომელიც მოიცავს მრავალ სფეროს, ამის შესახებ  ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ერთობლივ განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში დღეს ნაშუადღევს ჩამოვიდა. ერთობლივი განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრას მოჰყვა.

”სომხეთის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ურთიერთობას საქართველოსთან”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრის დროს.  შეხვედრისას  შეეხნენ  რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხებსაც. „ჩვენ არ გვეეჭვება,  რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა არის სტაბილურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

 „რეგიონულ თემებზე დაყრდნობით, მე გამოვთქვი რწმენა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს პროცესის ფარგლებში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით და მათ მიერ შემოთავაზებული პრინციპების საფუძველზე. მე ასევე გამოვთქვი რწმენა, რომ თითოეულ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურება. ამ მხრივ, მე ხაზი გავუსვი, რომ მნიშვნელოვანია დაბალანსებული და კონსტრუქციული პოზიციის შენარჩუნება ურთიერთის  მგრძნობიარე საკითხებზე“.

ყარაბაღის ომმა, რა თქმა უნდა, მთელ რეგიონს მნიშვნელოვანი სირთულეები მოუტანა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

”მე ვფიქრობ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს”, – აღნიშნა საქართველოს ლიდერმა.

საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე, ეს კურსი გაგრძელდება მომავალშიც, თქვა მან. მისი სიტყვებით,  საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს რეგიონულ დიალოგს.

სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის, აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა და გამოხატა რწმენა, რომ სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ღიად და გამჭვირვალედ, სომეხი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, რომ ის ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა.

სომეხმა და ქართველმა პარტნიორებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვამდე განიხილეს დღის წესრიგის ფართო სპექტრი, ისაუბრეს ორი ხალხის მტკიცე მეგობრობაზე. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს სომხური საზოგადოება არის ხიდი, რომელიც ორ ქვეყანას კიდევ უფრო მჭიდროდ აკავშირებს.

”დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გავაგრძელოთ ბატონ ღარიბაშვილთან დამყარებული კონსტრუქციული დიალოგი საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ შევეხეთ თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს ტრანსპორტში, ენერგეტიკასა და ეკონომიკის სხვა მნიშვნელოვან სექტორებში. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენს ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე. ”

სომხური მხარე ავითარებს რეგიონალური სატრანსპორტო არხების უფრო ეფექტური გამოყენების და გავრცელების პოტენციალს, თქვა ნიკოლ პაშინიანმა. ორ ქვეყანას ასევე აქვს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული. მხარეები თანხმდებიან, რომ უნდა ჩატარდეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და ახალი პროექტების განხილვა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ორმხრივ ურთიერთობებს განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ.

ნახეთ მეტი
Back to top button