მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის ჯარები სასწრაფოდ უნდა იქნენ გაყვანილი სომხეთის ტერიტორიიდან: მაკრონმა სომხურ ენაზე ჩანაწერი გააკეთა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის ჯარების დაუყოვნებლივი გაყვანისკენ მოუწოდა.

”აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ სომხეთის ტერიტორიაზე. ისინი დაუყოვნებლივ უნდა იქნენ გაყვანილი.  სომეხ ხალხს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საფრანგეთი სოლიდარობას გიცხადებთ და ეს ასე იქნება მუდამ“,  – წერს მაკრონი სომხურად Facebook- ზე.

დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან.

ნახეთ მეტი
Back to top button