
13 მაისს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არა აივაზიანმა სატელეფონო საუბარი გამართა კუხო-ს გენერალურ მდივან სტანისლავ ზასთან, რომლის დროსაც აივაზიანმა ზასს მიაწოდა ინფორმაცია 12 მაისს სომხეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო დიპლომატიის დეპარტამენტის მიხედვით, არა აივაზიანმა დაუშვებლად მიიჩნია აზერბაიჯანის მცდელობა, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის დაპყრობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
წყაროს თანახმად, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების დებულებებსა და ამ სიტუაციებში კუხო-ს წესდებით გათვალისწინებულ ინსტრუმენტარიუმზე.