
კუხო-ს გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა განიხილა სიუნიქის რეგიონში შექმნილი ვითარება სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვაღარშაკ ჰარუთიუნიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან არა აივაზიანთან სატელეფონო საუბრის დროს.
როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კუხო-ს ვებგვერდი.
”კუხო ყურადღებით აკვირდება სიტუაციას სიუნიქის რეგიონის სასაზღვრო რეგიონებში და საჭიროების შემთხვევაში ნაბიჯები გადაიდგმება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებისა და კუხოს ქარტიის შესაბამისად”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
კუხოს მუდმივი საბჭოს 13 მაისის სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ ბიაგოვმა დეტალურად წარმოადგინა სომხეთის რესპუბლიკის სიუნიკის რაიონის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული მხარის მიერ პროვოკაციული ქმედებები და ამის შედეგად შექმნილი სიტუაცია -კუხოს მონაწილე სახელმწიფოების დედაქალაქებისთვის სიტუაციის შესახებ ინფომაციის გაცნობის მიზნით.
12 მაისს, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დროს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი შავი ტბის მიდამოში, შეიჭრნენ 3,5 კილომეტრამდე სიღრმეში.