მთავარიპოლიტიკა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ევროკავშირი აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს სიუნიქში აზერბაიჯანის მოქმედებებთან დაკავშირებით

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი არარატ მირზოიანი შეხვდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს გაბრიელიუს ლანდსბერგისს. ამის შესახებ არარატ მირზოიანმა დაწერა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

”ორმხრივი ურთიერთობების განხილვის გარდა, მინისტრს ვაცნობე გუშინ აზერბაიჯანის მიერ საზღვრის ხელყოფის შესახებ, რის საპასუხოდ ლანდსბერგისმა გამოხატა ღრმა შეშფოთება სიტუაციის გამო და დამარწმუნა, რომ ევროკავშირი აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით”, – წერს მირზოიანი.

ეროვნული ასამბლეის სპიკერის არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია 11 მაისიდან ლიტვაში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით. 11 მაისს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი არარატ მირზოიანი შეხვდა ლიტვის სეიმის სპიკერს ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენს, 12 მაისს ლიტვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას და პრემიერ მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს.

ნახეთ მეტი
Back to top button