მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა ოფიციალურად მიმართა კუხოს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს ოფიციალურად მიმართა კუხოს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემომალი რაჰმონს, 1992 წლის 15 მაისის ,,კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ“ ხელშეკრულების მე -2 მუხლის შესაბამისად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნების პოზიციების კოორდინირებისა და წარმოქმნილი მუქარის აღმოფხვრისათვის ზომების მიღების მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები მექანიზმის განსახორციელებლად. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე გაუგზავნა წერილები კუხოს სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებს ზემოთ აღწერილი ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებით.

ნახეთ მეტი
Back to top button