მთავარიპოლიტიკა

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ასეთი ხელყოფის შემწყნარებლობა წარმოშობს რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხეს. აივაზიანი რიკერს

13 მაისს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, არა აივაზიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ – ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ფილიპ რიკერთან. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სატელეფონო საუბრის მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხის განხილვა იყო. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აივაზიანმა თავის თანამოსაუბრეს მიაწოდა ინფორმაცია აზერბაიჯანის შეიარაღებული ქვედანაყოფების მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული პროვოკაციული მოვლინებისა და მათ შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ. არა აივაზიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მოქმედებების მიუღებლობას და დაუშვებლობას.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ასეთი ხელყოფის შემწყნარებლობა წარმოშობს  რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხეს.

ნახეთ მეტი
Back to top button