მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის დამგმობი განცხადება

საგანგებო სხდომაზე სომხეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ მიერ წარდგენილი განცხადების პროექტი  ”სასაზღვრო ზოლებში, განსაკუთრებით სიუნიქში, გეღარქუნიკში, ვაიოც ძორში არსებული კრიზისული მდგომარეობის, პრობლემების გადაჭრის, საზღვრების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“.

86-მა დეპუტატი იყო მომხრე, წინააღმდეგი და თავშეკავებული არ ყოფილა.

მანამდე დეპუტატმა არმან აბოვიანმა წაიკითხა განცხადების პროექტის ტექსტი და მისი დასაბუთება.

„სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა აფიქსირებს, რომ 2021 წლის 12 მაისს, სიუნიქის რეგიონში, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გადალახეს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიიდან, წინ წაიწიეს რამდენიმე  კილომეტრით ვერიშენის დასახლებაში. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ეს ცნობა. აზერბაიჯანის შეიარაღებული  ძალები ამ ქმედებას იმით ხსნიან, რომ აწარმოებენ საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოებს.  

აშკარაა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ეს ქმედებები მიუღებელია სომხეთის რესპუბლიკისთვის, ეს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული  ტერიტორიის აშკარა ხელყოფაა. სომხეთის რესპუბლიკა არ შეეგუება ამ სიტუაციას.

მიმდინარე წლის 13 მაისს გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს სპეციალური სხდომა, რომელშიც აღინიშნა, რომ ზედიზედ მეორე დღეა, ფეთქებადი  სიტუაციაა  სიუნიქის რეგიონის შავი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 250-მდე წევრი იმყოფება.

ამ ბოლო დროს აზერბაიჯანის მიერ გატარებული ანტისომხური საბრძოლო პოლიტიკა შეიცავს აშკარა მუქარას  სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამას ემატება სახელმწიფო დონეზე გამოხატული სიძულვილის ენა სომხების მიმართ.   აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული აგრესიული პოლიტიკა არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს, მათ შორის გაეროს წესდების მე -2 მუხლით გათვალისწინებულ პრინციპებს, რაც სომხეთის რესპუბლიკას აძლევს უფლებას შეეწინააღმდეგოს აზერბაიჯანის აგრესიას საერთაშორისო სამართლითა და  სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით.

სომხეთის ეროვნული ასამბლეა სომხეთის რესპუბლიკის ხალხის სახელით აცხადებს:

ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად, ჩვენი სახელმწიფო საზღვრისა და ხალხის დასაცავად.

„ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს აზერბაიჯანის პროვოკაციული ქმედებები სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ძალის გამოყენების მუქარა და ძალის ფაქტობრივი გამოყენება“.

განცხადების პროექტის დასაბუთება.

„მიმდინარე წლის 12 მაისს მომხდარი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიული მოქმედების პირობებში სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა ერთადერთი ორგანოა, რომელსაც პირველადი მანდატი აქვს ქვეყანაში არსებულ კრიზისულ ვითარებაში მკაცრად დაგმოს მეზობელი ქვეყნის მტრული ქმედებები. აქედან გამომდინარე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასაბლეა გმობს ჩვენი ქვეყნის საზღვრების ხელყოფას და მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

პროექტის მიღება უზრუნველყოფს:

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას და მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ხელყოფას.   

სომხეთის რესპუბლიკის საზღვრისპირა  მაცხოვრებელთა უფლებებსა  და მშვიდობიან ცხოვრებას, ფიზიკურ და გონებრივ ხელშეუხებლობას.

მშვიდობისა და უსაფრთხოების პერსპექტივები, რომლებიც სომხურმა მხარემ წარუდგინა რეგიონის საერთაშორისო საზოგადოებას, განსხვავებით აზერბაიჯანის ანტისომხური პოლიტიკისგან.

სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას, რეზიდენტების  უფლებებს, ფიზიკური და გონებრივი ხელშეუხებლობის გარანტიას საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად“.

ნახეთ მეტი
Back to top button