მთავარიპოლიტიკა

ქვეყნის უსაფრთხოება და საზღვრების ხელშეუხებლობა კენჭისყრის საგანი ვერ გახდება: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის განცხადება

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს სიუნიქში შექმნილი მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებლად მიაჩნია.  ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”სასწრაფო და გადაუდებელია ყველა საჭირო ზომების მიღება სომხეთის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის ინტერესებისა და უსაფრთხოების უპირობოდ დასაცავად“.

პრეზიდენტიდა პრეზიდენტის აპარატი მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან. ინფორმაცია ასევე მიიღება უშუალოდ სიუნიქის რეგიონიდან.

პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და საზღვრების ხელშეუხებლობა კენჭისყრის საგანი  ვერგახდება, მასზე ნებისმიერი ხელყოფა უნდა დაიგმოს , ამას უნდა მოჰყვეს მკაფიო და მკვეთრი პასუხი, ისევე როგორც საერთაშორისო რეაგირება. „აზერბაიჯანულ  მხარს  ეკისრება მთელ პასუხისმგებლობა  სიტუაციის შემდგომი გამწვავებისა და რეგიონში ისედაც  მგრძნობიარე ვითარების დარღვევისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button