მთავარიპოლიტიკა

ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიებიდან ერთი მეტრით უკან დახევას, აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორია უნდა დატოვოს: თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის არმია აგრძელებს სომხეთის სახელმწიფო საზღვრის შიგნით დარჩენას, სიუნიქისა და გეგაღქუნიკის მონაკვეთებში. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროდან NEWS.am -ს აცნობეს.

სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის ცნობით, სომხურმა მხარემ მოლაპარაკებების დროს მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ ”ეს ჩვენი ტერიტორიებია და  ერთი მეტრით უკან დახევასაც  არ ვაპირებთ, ისინი ვალდებულნი არიან დატოვონ დაკავებული ტერიტორიები”.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გაიმართა მოლაპარაკებები სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის.

შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა თხოვნით მიმართა  კუხო- ს სიუნიქში და გეგაღარქუნიკში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button