მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანული მხარე უკან დაიხევს შავი ტბის ტერიტორიიდან: მოლაპარაკებები გაგრძელდება 2 დღეში

გენერალ მურადოვის მონაწილეობით სიუნიკში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით, აზერბაიჯანელი სამხედროები დაძაბულობის შესამცირებლად დაბრუნდებიან სიუნიკის საზღვარზე, მაგრამ დატოვებენ კიდევ ორ სასაზღვრო პუნქტს სომხეთის პოზიციებთან განუცხადა “რადიოლურს” სიუნიკის  აკნერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სპარტაკ მინასიანმა.

მინასიაისათვის დეტალები პოზიციის ცვლილებების შესახებ ცნობილი არ არის.

„ისინი ზოგიერთ ნაწილში უნდა დაბრუნდნენ. კარვები უნდა დაიდგას ჩვენს პოზიციებზე. აზერბაიჯანულმა მხარემ კარვები არ გაშალა”, – თქვა მან.

მოლაპარაკებები გაგრძელდება 2 დღეში. ზოგიერთი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ  უკან დაიხია შავი ტბის ტერიტორიებიდან. გორისის მერის მოადგილემ მენუა ჰოვსეფიანმა “რადიოლურს” განუცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გარკვეული წინაპირობები წამოაყენა.

ნახეთ მეტი
Back to top button