მთავარიპოლიტიკა

ვაქცინირებულ მოქალაქეებს სომხეთში შესვლა შეუძლიათ ტესტის გარეშე

მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის სათანადო მოწმობა (მწვანე პასპორტი), ანუ მიიღეს ორი დოზა, აღარ დასჭირდებათ დამატებითი PCR ტესტის ჩატარება სომხეთში შემოსასვლელად. ამის შესახებ ვიგებთ დიასპორის მთავარი კომისრის ოფისის Facebook გვერდზე გაკეთებული პოსტის საფუძველზე.

,,აუცრელმა მოქალაქეებმა სომხეთში შესვლისას უნდა  წარმოადგინონ არა უგვიანეს 72 საათის წინ ჩატარებული კორონავირუსის ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი ”, – ნათქვამია ჩანაწერში.

სხვათა შორის, ქვეყანაში შესვლისას 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე PCR ტესტირების მოთხოვნა მოიხსნა.

ნახეთ მეტი
Back to top button