მთავარიპოლიტიკა

რუსეთი სომხეთში ომისშემდგომი რეკონსტრუქციისთვის 3.2 მილიონ დოლარს გაიღებს

რუსეთი სომხეთის გარკვეული რეგიონების ომისშემდგომი რეკონსტრუქციისთვის 2021 წელს ფედერალური ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონ დოლარს გამოყოფს.

მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე, იუწყება ,,ინტერფაქსი“.

დოკუმენტის თანახმად, 3,2 მილიონი დოლარი გადაირიცხება გაეროს განვითარების პროგრამის ბიუჯეტში, რომელიც დააფინანსებს ომისშემდგომი რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაევალა სომხეთის მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button