
რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სამხედრო მოსამსახურეები განაგრძობენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და სასაზღვრო ხაზზე მოძრაობის კონტროლს, ლაჩინის დერეფნით სურსათისა და სხვადასხვა საქონლის ტრანსპორტირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
”გასულ კვირას არ ყოფილა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ფაქტები სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის სფეროში, არცერთი პროვოკაციული ქმედება არ განხორციელებულა რუსი სამხედროების წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სადამკვირვებლო პუნქტების პერსონალი რეგულარულ წვრთნებს ატარებს დარღვევების, სადამკვირვებლო პუნქტზე შესაძლო შეტევის თავიდან ასაცილებლად.