
შედგა სატელეფონო საუბარი სომხეთისა და ტაჯიკეთის უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივნებს არმენ გრიგორიანსა და ნასრულო მახმუდძოდას შორის.
საუბრის დასაწყისში არმენ გრიგორიანმა ტაჯიკ კოლეგას წარუდგინა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სომხეთმა თხოვნით მიმართა კუხო- ს.
არმენ გრიგორიანი განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა ტაჯიკეთის, როგორც ამ ეტაპზე ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის პოზიციები და თქვა, რომ დღევანდელი სიტუაცია უპრეცედენტოა ამ ორგანიზაციისთვის.
როგორც გრიგორიანმა აღნიშნა შექმნილ ვითარებას სომხეთი აღიქვამს როგორც მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და ამ თვალსაზრისით კუხოსათვის, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურისათვის, თავისებური გამოცდაა და იმიჯის საკითხიცაა.
მხარეებმა განიხილეს დღევანდელ ვითარებაში რეაგირების შესაძლო ვარიანტებთან დაკავშირებული საკითხები, კუხო-ს წესდებასა და სხვა დოკუმენტებზე დაყრდნობით.
თავის მხრივ, ნასრულო მახმუდძოდამ ხაზი გაუსვა საკითხის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას, მაღალ დონეზე შეაფასა სომხური მხარის თავშეკავებული, დაბალანსებული მიდგომა.
ნასრულო ნასრულო მახმუდძოდამ, საკითხის სწრაფი მოგვარების ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებით, გამოთქვა მზადყოფნა, რომ როგორც კუხო-ს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, მხარი დაუჭიროს საკითხის მშვიდობიანად და სწრაფად მოგვარებას.
შექმნილი ვითარების ფონზე, მხარეებმა მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს კუხო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, რომელიც უახლოეს დღეებში დუშანბეში გაიმართება.