მთავარიპოლიტიკა

სომხეთი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანი მოუსმენს საერთაშორისო მოწოდებებს სომხეთის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანის შესახებ და კიდევ უფრო არ გაამწვავებს სიტუაციას

სომხეთის რესპუბლიკა მზადაა მიიღოს ყველა ზომა მისი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, რის შესახებ მან სხვადასხვა პლატფორმებზე აცნობა პარტნიორებს.

ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე საერთაშორისო რეაქციის შესახებ კომენტარის გაკეთებისას.

”ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ აზერბაიჯანული მხარე შეიჭრა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე. ჩვენ ვაფასებთ აზერბაიჯანის მიმართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, დაუყოვნებლივ გაიყვანონ შეიარაღებული ნაწილები სომხეთის ტერიტორიიდან. ”სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანული მხარე  გაითვალისწინებს ამ მოწოდებებს და კიდევ უფრო არ გაამწვავებს სიტუაციას”, – აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, იტყობინება “არმენპრესი”.

ნახეთ მეტი
Back to top button