ეკონომიკა

სომხური ატომური ელექტროსადგური გაჩერდება 141 დღით. დაიწყო ძირითადი გეგმიური და გამაფრთხილებელი შეკეთება

სადგურის მოდერნიზაციის და ექსპლუატაციის პერიოდის გაგრძელების  პროექტის ფარგლებში 15 მაისს, სომხეთის ელექტროსადგურში დაიწყო გეგმიური გამაფრთხილებელი სარემონტო სამუშაოები (პნვ-2021). მოდერნიზაციის ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების ორგანიზებას ახორციელებს კომპანია “რუსატომ სერვისი”, რომელიც შედის სახელმწიფო კორპორაციის “როსატომის” ელექტროენერგეტიკულ დივიზიონში.

სომხური ატომური ელექტროსადგური გაითიშება 141 დღით. ამგვარი გრძელი პაუზა განპირობებულია სომხეთის ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის მოდერნიზაციის შესაძლო საბოლოო სამუშაოებით.

სომხურ ატომურ ელექტროსადგურში განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავს მისი ეფექტურობისა და საიმედოობის გაზრდას. ,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გასული წელი დაეთმო პნვ-2021 ფარგლებში სარემონტო სამუშაოების მომზადებას,  ჩატარდა ყველა საჭირო შემოწმება, მომარაგდა აპარატურა, ჩატარდა რეაქტორის აქტიური ზონის ავარიული გაგრილების სისტემის მოდერნიზაციის და რეაქტორის კორპუსის სარეაბილიტაციო გამოწვის მოსამზადებელი სამუშაოები. ყველა ძირითადი სამუშაოევბი ფიზიკურად განხორციელდება პნვ-2021 -ის დროს, 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით”, – აღნიშნა სომხური ატომური ელექტროსადგურის მთავარმა ინჟინერმა არტურ გრიგორიანმა

წელს სრულდება სომხური ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ამოქმედებიდან 45 წელი, ის 45 წლის წინ შეუერთდა ენერგოსისტემას. სიმბოლურია, რომ ახლა, მოდერნიზაციის შემდეგ, აღდგება რეაქტორის კორპუსის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და მისი ფუნქციონირება 2026 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი, მინიმუმ 2036 წლამდე. ”ეს ძირითადი შესვენება გადამწყვეტი იქნება სომხური ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის. სამუშაოების ჩასატარებლად  სადგურს ეწვია 120 რუსი სპეციალისტი. ამ წლის განმავლობაში, რემონტის პერიოდში, რუსეთიდან ჩართული იქნება დაახლოებით 350 მეატომე. ეს სომხეთის ბირთვული ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. მოხარული ვართ, რომ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ. დავეხმარებით ჩვენს მეგობრებს სომხეთის ბირთვული ინდუსტრიის ისტორიის ჩამოყალიბებაში”, – აღნიშნა სომხური ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების პროექტის რუსეთის მხარის ხელმძღვანელმა იური სვირიდენკომ.

ნახეთ მეტი
Back to top button