მთავარისაზოგადოება
გამოვლინდა კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 ადამიანი
,,Metronome.ge” წერს, რომ ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 490 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 312 349-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 499 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 136, ქვემო ქართლი – 98, შიდა ქართლი – 52, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 242 PCR ტესტით.