
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ვაღარშაკ ჰარუთიუნიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივან სტანისლავ ზასთან.
ვაღარშაკ ჰარუთიუიანმა წარმოადგინა სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიღწეული შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანელი სამხედროების რამდენიმე ჯგუფი “დღეს დაუბრუნდა საწყის პოზიციებს, ზოგიერთი მათგანი კვლავ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა. ფაქტობრივად, აზერბაიჯანული პროვოკაციის შედეგად შექმნილი პრობლემა არ მოგვარებულა“.
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის სამხედროები სომხური ქვედანაყოფების სრული კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ საზღვრის ორივე მხარეს დიდი ძალებია დაგროვილი, შედეგები შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს, თუკი სიტუაცია სწრაფად არ მოგვარდება.
თავის მხრივ, სტანისლავ ზასმა აღნიშნა, რომ კუხოს-ს ხელმძღვანელობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს მოვლენებს, უახლოეს დღეებში ეს საკითხი განიხილება დუშანბეში, კუხო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე.