მთავარიპოლიტიკა

ირანს მიუღებლად მიაჩნია სომხეთის საზღვრის ნებისმიერი ცვლილება

ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის მიუღებელია რაიმე ცვლილება რეგიონში, უნდა შენარჩუნდეს რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა. „არმენპრეს“-ის გადმოცემით, ამის შესახებ განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მოჯტაბა ზოლნურმა, შეეხო რა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებას და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების  სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას.

”ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია ძალზე მკაფიო, ნათელი და გადამწყვეტია. ჩვენ არ მივიღებთ რეგიონში რაიმე ცვლილებას, უნდა შენარჩუნდეს რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა, არ ვიღებთ რაიმე ზერეგიონულ ძალებს ჩვენს საზღვრებთან. თუ მათ სურთ სომხეთის ტერიტორიის ნაწილის აღება და ჩვენი საზღვრები შეიცვლება, ანუ გვეყოლება ახალი მეზობელი, ეს ჩვენთვის მიუღებელია. წარსულის საზღვრები სრულად უნდა იყოს დაცული, და უნდა იყოს დაცული ირანის ისლამური რესპუბლიკის საერთო საზღვარი სომხეთთან”, – აღნიშნა მოჯტაბა ზოლნურმა.

ეროვნული ასამბლეის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების უფლება. მისი თქმით, ირანი მხარს უჭერს აზერბაიჯანის პოზიციას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საკითხში, იგი ასევე მხარს უჭერს სომხეთის პოზიციას ტერიტორიული მთლიანობის, მიწის და ირანთან საზღვრის შენარჩუნების მხრივ.

”ჩვენ ორივე ქვეყნის მეზობლები ვართ, წინა ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში რაიმე ცვლილების გარეშე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ორი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას”, – დასძინა ზოლნურმა.

ნახეთ მეტი
Back to top button