
სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არტაკ აპიტონიანი.
არტაკ აპიტონიანმა დეტალურად წარმოადგინა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორია, სიუნიქისა და გეღარქუნიკის რეგიონები, აზერბაიჯანის შეიარაღებული შენაერთების შემოჭრის შედეგად შექმნილი ვითარება და მისი გადაჭრისათვის გადადგმული ნაბიჯები.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პროვოკაციული ქმედებები აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა სომხეთის მიმართ, რომელიც შერწყმულია აზერბაიჯანში 16 მაისს დაწყებულ სამხედრო წვრთნებთან, რომლებიც ტარდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ვენის დოკუმენტის მოთხოვნების დარღვევით.
არტაკ აპიტონიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო სამართლის ასეთი უხეში დარღვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას და ამ კონტექსტში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამისი რეაგირება ელოდება სომხეთს. ”სომხეთის რესპუბლიკა იტოვებს უფლებას დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი გაეროს წესდების შესაბამისად”, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.