ეკონომიკამთავარი

საზღვარგარეთიდან სომხეთში ბიზნესის დაფუძნება გაადვილდება. განაცხადებს მიიღებენ სრ საკონსულო დაწესებულებები

პირველად სომხეთის გარეთ საკონსულო დაწესებულებებს საშუალება ექნებათ მიიღონ განაცხადები როგორც სომხეთის, ასევე უცხოელი მოქალაქეებისგან სომხეთში ბიზნესის დასაარსებლად ან სომხური კომპანიის წილის შესაძენად. ამის შესახებ “არმენპრესის” პრეს-დარბაზში მოწვეულ პრესკონფერენციაზე  აღნიშნა სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ვაჰე დანიელიანმა და წარმოადგინა  მომსახურების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები.

”მსგავსი მოთხოვნა არსებობს მთელს მსოფლიოში. როდესაც სხვა ქვეყნიდან ადამიანს სურს ბიზნესის დარეგისტრირება სხვა ქვეყანაში, იდენტიფიკაციის სერიოზული პრობლემები არსებობს. ჩვენ ჩავრთეთ საკონსულოები, რომლებიც გადაწყვეტენ ამ იდენტიფიკაციის საკითხს”,- თქვა ვაჰე დანიელიანმა. მისი თქმით, ამან შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს სომხეთში ინვესტიციების პროცესზე, პირს შეუძლია დაარეგისტრიროს ბიზნესი ან შეიძინოს წილი სომხეთში ვიზიტის გარეშე.

ვაჰე დანიელიანმა აღნიშნა, რომ ამ ინსტრუმენტარიუმის ამოქმედების გარდა, მათ აქვთ გასაკეთებელი ინფორმირებულობის მიმართულებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს შესაბამის სამუშაოებს კონკრეტულ ქვეყნებში.

აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა შინაგანაწესის აქტის მიღების შემდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button