მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ბაქოსა და ერევანს შეთანხმდნენ აზერბაიჯანის ძალების სომხეთიდან გაყვანის შესახებ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ბაქოსა და ერევანს მოუწოდა შეთანხმდნენ აზერბაიჯანის ჯარების სომხეთიდან გაყვანის შესახებ. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ არა აივაზიანთან  და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი  ჯეიჰუნ ბაირამოვთან  სატელეფონო საუბრისას.

როგორც სამინისტროდან აუწყეს ჩვენს კორესპოდენტს „სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლოდროინდელ დაძაბულობასთან დაკავშირებით, ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი  ღრმადაა  შეშფოთებული  და მზადაა დაეხმაროს  სომხეთს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში. საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და მხარეებს მოუწოდებს გააგრძელონ დიალოგი, რათა უზრუნველყონ აზერბაიჯანული ძალების დაუყოვნებლივი გაყვანა სომხეთის ტერიტორიიდან”.

ნახეთ მეტი
Back to top button