მთავარიპოლიტიკა

სომხეთი ელოდება მეგობრული ირანის მხარდაჭერას აზერბაიჯანის პროვოკაციული მოქმედებების დასრულებაში. სომხეთის რესპუბლიკის ელჩი ირანში

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არტაშეს თუმანიანი შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრს მოჰამედ ისლამს.

ელჩმა თუმანიანმა მოკლედ გააცნო ვითარება, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სომხეთში შეჭრის შედეგად და აღნიშნა, რომ სომხეთი ელოდება მეგობრული ირანის მხარდაჭერას, სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობისა და რეგიონის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ აზერბაიჯანის პროვოკაციულ ქმედებებისთვის ბოლოს მოსაღებად.

დაადასტურეს რა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისა და საზღვრების ხელშეუხებლობის აუცილებლობა, მხარეებმა განიხილეს “სპარსეთის ყურე-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნის” პროგრამის განხორციელებაზე მიმართული მუშაობა.

მინისტრმა ესლამმა გამოხატა ირანის ხელმძღვანელობის მზადყოფნა ზემოხსენებული სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედების საკითხში, რომელიც მინისტრის თქმით, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებას, არამედ რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ელჩმა თუმანიანმა ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო ღერძის განმტკიცების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ეს პროგრამაში მონაწილე ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის და წარმოადგენს რეგიონის დესტაბილიზაციის მისწრაფებების აღკვეთის საუკეთესო საშუალებას.

ნახეთ მეტი
Back to top button