საზოგადოება

ბანკებმა 2,5 მილიარდი დრამის ოდენობით აპატიეს ომში დაღუპულების და მათი ნათესავების სესხები

ფინანსურმა სისტემამ  არცახის ომში დაღუპულების, მათ ნათესავების, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სესხები აპატია დაახლოებით 2,5 მილიარდი დრამით.

ამის შესახებ საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საქმეების ეროვნული კრების მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ მარტინ გალსტიანმა.

”მთავრობისგან ყოველგვარი დახმარების მოლოდინის გარეშე, სომხეთის ფინანსურმა სისტემამ დაახლოებით 2,5 მილიარდი დრამის სესხები აპატია დაღუპულებს, დაღუპულთა ან უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს”, – აღნიშნა გალსტიანმა.

2020 წლის 21 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ბანკებსა და საკრედიტო ორგანიზაციებს საშუალებას აძლევდა საგადასახადო შედეგების გარეშე ეპატიებინათ საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული, დაკარგული ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათთან ურთიერთკავშირში მყოფ პირთა განსაზღვრული რაოდენობის საკრედიტო ვალდებულებები. ამრიგად, ის ბანკები და საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც აპატიებენ ომში დაღუპულთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათთან ურთიერთკავშირში მყოფ პირების სესხებს, თავისუფლდებიან გარკვეული საგადასახადო ვალდებულებებისგან. ურთიერთკავშირში მყოფ პირებად ითვლება მეუღლე, თანამცხოვრები მშობლები და თანამცხოვრები შვილები. ეს არის შესაძლებლობა ბანკებისა და გამსესხებლებისთვის, რომ აპატიონ თავიანთი სასესხო ვალდებულებები, მაგრამ კანონით მისი დავალდებულება არ შეიძლება.

ნახეთ მეტი
Back to top button