ანალიტიკა

დიპლომატი: მოსკოვი რთულ თამაშს აწარმოებს სამხრეთ კავკასიაში ყოფნისათვის

დღეს მოსკოვი თამაშობს საკმაოდ რთულ თამაშს, რათა სამხრეთ კავკასია შეინარჩუნოს თავისი გავლენის სფეროში. ასეთი აზრი გამოთქვა „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბრისას  არცახის  ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არმან მელიქიანმა.

”მე ვცდილობ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სიუნიქის რეგიონში განვიხილო ამ კონტექსტში. რუსეთის მთავრობის უმაღლესი ეშელონები ცდილობენ უზრუნველყონ რუსეთის რეგიონული სტრატეგიული ინტერესები სომხეთსა და აზერბაიჯანში და, პირიქით, მმართველი ელიტის პირადი და ჯგუფური ინტერესებისათვის საფრთხის შექმნით. ”- აღნიშნა მან.

დიპლომატის თქმით, ეს ხდება იმისთვის, რომ ერევანსა და ბაქოს დაუწესონ კონსესუსი რეგიონული საკითხების და მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე. მელიქიანი აღწერს, რომ ასეთი საგარეო-პოლიტიკური თამაში ძალიან რთულია. მათ შორის რეგიონის გარეთ გავლენიანი ძალების არსებობის გამო, რომლებიც ძალიან დაინტერესებულნი არიან რუსეთის საბოლოო გაძევებით სამხრეთ კავკასიიდან.

ამ ფონზე დიპლომატი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი გრძნობს, რომ მოსკოვს არ სურს სიტუაციის გამწვავება და, შესაბამისად, არ სურს გამოიყენოს ძალა სომხეთში აზერბაიჯანის ექსპანსიის შესაჩერებლად. რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ შედარებით მცირე ზომის აზერბაიჯანული პროვოკაციები შეიძლება დაუსჯელი დარჩნენ, რათა არსებული არასტაბილური ვითარება მაქსიმალურად გამოიყენოს საკუტარი ინტერესების სასარგებლოდ.

ნახეთ მეტი
Back to top button