
2021 წლის 19-22 მაისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და მოსახლეობის კომიტეტის სახელით სომხეთში ჩამოვა პოლ გავანი (ირლანდია, UEL)), რათა შეაგროვოს ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ და ამ თემაზე წარადგინოს მოხსენება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ესპა.
გავანი გამართავს შეხვედრებს პარლამენტარებთან, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ასევე სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნება კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგები. მას ასევე ექნება შესაძლებლობა მოუსმინოს ტყვეთა, დევნილთა, პატიმართა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს, შეხვდება სასულიერო პირებს, სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
გავანი გეგმავს ზაფხულში აზერბაიჯანის მონახულებას დამატებითი ინფორმაციის შეგროვების მიზნით, ხოლო ანგარიშის დასრულება გათვალისწინებულია შემოდგომაზე.