მთავარისაზოგადოება

ცვლილებები სომხეთში შესვლის პროცედურაში

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2020 წ. 11 სექტემბრის  N 1514  გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნა შემდეგი სახის ცვლილებები:

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისასწარმოდგენილი უნდა იქნას კორონავირუსული დაავადების  (COVID-19) მაქსიმუმ  72 საათის წინ გაკეთებული პსრ ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ცნობა  ან   

სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ მიღებული გაქვსთ კორონავირუსის(COVID-19)   საწინააღმდეგო სრული  ვაქცინირების  ორი დოზა და  მეორე დოზის ინექციას გაკეთებული გაქვთ  ქვეყანაში შესვლის თარიღამდე 14 დღით ადრე მაინც.

უარყოფითი ტესტის ან ვაქცინაციის მოწმობა არ არის საჭირო 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ჩამოსული პირები სერტიფიკატს  (ცნობას) წარუდგენენ  მობილური პროგრამით «Путешествую без COVID-19» უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის  სომხეთის რესპუბლიკის საზღვრები ღიაა როგორც საჰაერო , ასევე სახმელეთო გზით.

კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გამო, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სკარანტინო რეჟიმი განსაზღვრულია 2021 წლის 11 ივლისამდე.

ARMED სისტემაში რეგისტრირებული პირების შემთხვევაში ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენა შესაძლებელია ArmedeHealth მობილური აპლიკაციის საშუალებით. ადამიანს შეუძლია წარუდგინოს ვაქცინაციის სერთიფიკატი  მობილური აპლიკაციიდან ამობეჭდილი  ქაღალდის ვერსიით. თუ სერტიფიკატს წარმოადგენთ ქარალდის სახით დაცული უნდა იყოს QR კოდით.

არასერტიფიცირებული პირები აიღებენ სინჯს აეროპორტში ან სახმელეთო საზღვარზე – სავალდებულოა თვითიზოლაცია  პსრ ტესტის უარყოფითი პასუხის მიღებამდე.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ადამიანი საავადმყოფოშია მოყვანილი, თუ არსებობს შესაბამისი სიმპტომები.

შესაბამისი სიმპტომების არსებობის ან სინჯზე უარის თქმის პირობებში გამოიყენება 14 დღიანი აუცილებელი ჰოსპიტალიზირება.

პსრ  გამოკვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მოქალაქე.

სერტიფიკატი შევსებული უნდა  იყოს სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, სადაც მითითებულია სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია, რომელმაც ჩაატარა ტესტირება / ვაქცინაცია, ხელნაწერი შენიშვნით მითითებული უნდა იყოს გამოსაცდელი / ვაქცინირებული პირის სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, დაბადების თარიღი , ტესტის შედეგი, ვაქცინის წარმოების სახელწოდება, სერიის, პირველი და მეორე დოზის ინექციის თარიღები, რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დამოწმებულია ორგანიზაციის მიერ.

ნახეთ მეტი
Back to top button