მთავარიპოლიტიკა

ევროპარლამენტი პლენარულ სხდომაზე თურქეთის შესახებ მოხსენებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხეთის გენოციდის აღიარების მოთხოვნას

ევროპარლამენტმა 19 მაისის პლენარულ სხდომაზე თურქეთის შესახებ მოხსენებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის გენოციდის აღიარების მოთხოვნა.

თურქეთს ასევე მოუწოდებენ თავი შეიკავოს ანტიომხური პროპაგანდისა და სიძულვილის ენისაგან და სრულად დაიცვას სომხური კულტურის დაცვის ვალდებულებები.

ამის შესახებ იუწყება ბელგიაში სომხეთის საელჩო.

მოხსენებაში ასევე ლაპარაკი იყო   მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის უარყოფით როლზე.

–  დაგმო ის ფაქტი რომ თურქეთმა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოწოდების მაგივრად, გადაწყვიტა უპირობოდ მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის საომარ მოქმედებებს, განაგრძოს ისინი, რა მიზნითაც იყენებს პროვოკაციულ რიტორიკას და ძაბავს სიტუაციას.

– დაგმო უცხოელი მებრძოლების სირიიდან და სხვა ადგილებიდან მთიან  ყარაბაღში  გადაყვანა, რასაც ადასტურებენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები.

– თურქეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან ან რიტორიკისგან, რამაც  შეიძლება გაამწვავოს დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო დიალოგს და ეუთოს მინსკის ჯგუფის სამშვიდობო პროცესს.

– მკაცრად დაგმო ბოევიკების, დაქირავებულთა გადასვლა ჯიჰადისტური ჯგუფებიდან სირიის ჩრდილოეთით ლიბიასა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.

გარდა ამისა,

– თურქეთის მთავრობას მოუწოდებენ დაიცვან თურქეთში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები სომხური წარმოშობის მოქალაქეების ჩათვლით,  დაუყოვნებლივ მიიღოს დისკრიმინაციის ამკრძალავი  ყოვლისმომცველი კანონმდებლობა.

– ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა შეისწავლონ ექსტრემისტული მოძრაობა “რუხი მგლები”,  ტერორისტული ორგანიზაციების ევროკავშირის სიაში შეყვანის შესაძლებლობით, აკრძალონ მისი ფილიალები სტრუქტურების საქმიანობა ევროკავშირის ქვეყნებში.

– ყურადღებით დააკვირდნენ მათ საქმიანობას, დაუპირისპირდნენ მათ შესაძლო გავლენას, რაც განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია სომხური, ქურთული და ბერძნული წარმოშობის მოქალაქეებისათვის, ამ ორგანიზაციის მხრივ დისიდენტად შერაცხულ ნებისმიერი პირისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button