მთავარიპოლიტიკა

ირანის განცხადებები აზერბაიჯანისა და მისი დამხმარე სახელმწიფოებისკენ არის მიმართული: ექსპერტი

თუ ვიმსჯელებთ ადრე გაკეთებული განცხადებებით, ირანი საკმაოდ წუხს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარებით. ასეთი აზრი „Sputnik სომხეთთან“ საუბარში გამოთქვა ირანელმა  ექსპერტმა  გარიკ მისაკიანმა.

„ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადება მხარეების მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებდა. ის არ ტავსდებოდა ზარიფის მიერ  უწინ გაკეთებულ განცხადებას განცხადებებს იმის შესახებ, რომ სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი ირანისთვის წითელი ხაზია”, – თქვა მან.

ამ განცხადებებს მოჰყვა ირანის ეროვნული ასამბლეის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოჯტაბა ზოლნურის განცხადება, რომელიც, ირანელი ექსპერტის აზრით, უფრო მკაცრ რიტორიკას შეიცავს აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის საზღვრის დარღვევის შედეგებთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საერთაშორისო აუდიტორიის მოწოდება, განსაკუთრებით მიმართული აზერბაიჯანისა და სხვა მისი მხარდამჭერი რეგიონული სახელმწიფოებისადმი”, – თქვა მისაკიანმა.

იმავე განცხადებაში, ირანელმა ოფიციალურმა პირმა რეგიონში ტერორისტების ყოფნას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ოფიციალური თეირანი მკაცრად დასჯის ირანის საზღვრის ნებისმიერი ხელყოფის ფაქტს.

მისივე თქმით, სომხეთ-ირანის საზღვრის უწყვეტი მუშაობის შესახებ განცხადება შეიძლება მიზნად ისახავდეს მეღრის ან ე.წ. “ზანგეზურის დერეფნის” ამოქმედებას, რასაც მუდმივად ხაზს უსვამს აზერბაიჯანი.

”ირანული მხარე აცნობიერებს, რომ ამ აზერბაიჯანულმა მოქმედებებმა შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს „ზანგეზურის დერეფნის“ ამოქმედებაზე, ანუ ირანი მესიჯს უგზავნის  არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ სხვა რეგიონულ სახელმწიფოებს – რუსეთს, სომხეთსა და თურქეთს”, – დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button