მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის საზღვრებზე შექმნილი ვითარების შესახებ

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასაწყისში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებას.

”სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ცნობილ ნაწილებში, გეღარქუნიქისა და სიუნიქის რეგიონებში, სიტუაცია არ შეცვლილა იმ გაგებით, რომ სიტუაცია, რა თქმა უნდა, კვლავ დაძაბული რჩება, იმის დაფიქსირებით, რომ აზერბაიჯანელი სამხედროების დიდი რაოდენობა  – დაახლოებით 500-600 სული, ჯერ კიდევ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რჩება”, – აღნიშნა ნ. ფაშინიანმა.

როგორც მან აღნიშნა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების ლოგიკაა აზერბაიჯანელთა მოქმედებების პოტენციალის შეზღუდვა ტაქტიკური მოქმედებებით.

”პოლიტიკურად პირველი არის ის, რომ თავიდან იქნას აცილებული სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლა, ანუ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ გამოირიცხოს ომის ან სამხედრო კონფლიქტის ნებისმიერი სცენარი, ხოლო მეორე – აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ სომხეთის ტერიტორია”,- განაცხადა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უზარმაზარი დიპლომატიური სამუშაოა გაკეთებული და კეთდება. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასტურია ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილი ვაკანტურია მთავრობის სხდომაზე, რადგან ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ოპერატიულად არიან დაკავებულნი ამ საქმით. ამ ეტაპზე შესრულებული დიპლომატიური სამუშაო ეფექტურად მიმაჩნია და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი პარტნიორები მუშაობენ დიპლომატიის მიმართულებით, არამედ ჩვენი თავდაცვის სამინისტრო, ვიცე-პრემიერები ასრულებენ დიპლომატიურ სამუშაოს. მე ეს წარმატებად მიმაჩნია, რადგან, ფაქტობრივად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებიც იგივეა, ანუ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა უნდა დატოვონ სომხეთის ტერიტორია”.

ნახეთ მეტი
Back to top button