მთავარიპოლიტიკა

პარიზი, ვაშინგტონი და თეირანი არ აღიარებენ რუსეთის თვითგამოცხადებულ მანდატს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ყარაბაღში შექმნილი ვითარება განიხილა რუსეთში საფრანგეთის ელჩთან პიერ ლევისთან და ირანის ელჩთან კაზემ ჯალალთან. რუდენკო არ შეხვედრია აშშ-ს ელჩს, რადგან დიპლომატიური სკანდალის შემდეგ ელჩი ვაშინგტონში დაბრუნდა.

ამ დღეებში საფრანგეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ირანმა გამოხატეს მკაცრი პოზიცია სომხეთის საზღვრებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, შეეცადნენ  სომხეთთან და აზერბაიჯანთან საუბარში, “არ შეემჩნიათ” რუსეთი. ეს მიდგომა ადასტურებს, რომ პარიზი, ვაშინგტონი და თეირანი არ აღიარებენ რუსეთის თვითგამოცხადებულ მანდატს.

ალბათ, ეს არის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის საქმიანობის მიზეზი 19-20 მაისს რეიკიავიკში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე. ფსონები გაიზარდა, ფაშინიანმა გააჟღერა მაკრონის შეთავაზება სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ და ბაიდენს მადლობა გადაუხადა სომხეთის გენოციდის აღიარებისათვის და ამას საკვანძო ნაბიჯი უწოდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლ ფაშინიანთან საუბარში თქვა: ”ამერიკულმა მხარემ მიუღებლად და პროვოკაციულად მიიჩნია აზერბაიჯანული ძალების მოქმედებები სომხეთის შიგნით,  აშშ-ს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე წარედგინება აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას, სომხეთის ტერიტორიიდან მათი ძალების გაყვანის მოთხოვნით“.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ბაქოსა და ერევანს მოუწოდა შეთანხმდნენ აზერბაიჯანის ჯარების სომხეთიდან გაყვანის შესახებ. ის ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს, არა აივაზიანს და ჯეიჰუნ ბაირამოვს. „ჟან-ივ ლე დრიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  საფრანგეთი ღრმადაა შეშფოთებული და ერთგულია სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საკითხისა”, – განაცხადეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ირანი არ მიიღებს რაიმე ცვლილებას რეგიონის საზღვრებში. ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა მოჯტაბ ზონურმა განაცხადა. ”რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული, ჩვენ ვერ ვიღებთ რაიმე სუპრა-რეგიონალურ ძალას ჩვენს საზღვრებთან ახლოს. თუ მათ სომხეთის ტერიტორიის ნაწილის აღება სურთ, ჩვენი საზღვრები შეიცვლება, ანუ გვეყოლება ახალი მეზობელი, ეს ჩვენთვის მიუღებელია”, – თქვა მან.

ირანში სომხეთის ელჩმა არტაშეს თუმანიანმა ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრთან მოჰამედ ესლამთან შეხვედრისას თქვა, რომ სომხეთი ელოდება მეგობრული ირანის მხარდაჭერას, რათა აღდგეს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა და აზერბაიჯანის პროვოკაციული ქმედებები რეგიონის დესტაბილიზაციის საკითხში. მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისა და საზღვრების ხელშეუხებლობის აუცილებლობა, განიხილეს  “სპარსეთის ყურე- შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნის” პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button