საზოგადოება

რას ვჭამთ: საქართველომ თურქეთს ათობით ტონა დაინფიცირებული ხილ-ბოსტნეული დაუბრუნა

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე ათობით ტონა ხილი და ბოსტნეული ამოიღო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უხარისხო საქონელი „სარფის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს. ქვეყანაში უნდა შემოსულიყო თურქეთის ორი სატვირთო ავტომობილი, რომელიც იყო დატვირთული 26 800 კილოგრამი კარტოფილით და 21 805 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეულით.

ფიტოსანიტარული შემოწმებისას პომიდვრისა და კარტოფილის შიგთავსიდან აღებულ ნიმუშებშიმავნე საკარანტინო ორგანიზმები გამოვლინდა.

საქართველოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი თურქეთში გააბრუნეს.

ნახეთ მეტი
Back to top button