საზოგადოება
რას ვჭამთ: საქართველომ თურქეთს ათობით ტონა დაინფიცირებული ხილ-ბოსტნეული დაუბრუნა

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე ათობით ტონა ხილი და ბოსტნეული ამოიღო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უხარისხო საქონელი „სარფის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს. ქვეყანაში უნდა შემოსულიყო თურქეთის ორი სატვირთო ავტომობილი, რომელიც იყო დატვირთული 26 800 კილოგრამი კარტოფილით და 21 805 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეულით.
ფიტოსანიტარული შემოწმებისას პომიდვრისა და კარტოფილის შიგთავსიდან აღებულ ნიმუშებშიმავნე საკარანტინო ორგანიზმები გამოვლინდა.
საქართველოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი თურქეთში გააბრუნეს.