
20 მაისს გეღარქუნიკის რაიონის სასაზღვრო ნაწილში ადგილი ჰქონდა ინცინდენტს, იმ აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მონაწილეობით რომლებმაც გადაკვეთეს სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი. დაახლოებით 15:00 საათზე, სავარაუდოდ, ჰაერიდან რამდენიმე ათეული გასროლა მოხდა, რის შემდეგაც სომხეთის ქვედანაყოფებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს.
აზერბაიჯანის სამხედრო მეთაური დაუკავშირდა სომხეთის ქვედანაყოფის მეთაურს, სთხოვა ცეცხლის შეჩერება, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ სროლა შემთხვევითი იყო.
სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები აფრთხილებენ, რომ ასეთი ინციდენტების განმეორება ჩაითვლება დაპირისპირებაზე გადასვლის განზრახ მცდელობად, გამოიწვევს სომხური მხარის შესაბამის ქმედებებს.