
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 19 მაისს სატელეფონო საუბარი გამართეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ,,არმენპრესს“ განუცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის საწინააღმდეგოდ დაარღვიეს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორია.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ამ დღეებში რუსეთის მიერ გატარებული ძალისხმევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
მხარეებმა ერთნაირი მოსაზრება გამოთქვეს სიტუაციის მოგვარების გზებისა და მისი მეთოდოლოგიის გარშემო.