მთავარისაზოგადოება

2021 წლის ივნისში საქართველოში შემოსვლის წესები

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც თან ექნებათ დოკუმენტი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრულ კურსს (ორივე დოზა) ადასტურებს.

გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ინდოეთიდან ჩამოდიან (მოქალაქეობის და ვაქცინაციის რული კურსის მიუხედავად), ასევე ის პირები, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ თან უნდა იქონიონ უარყოფითი PCR–ტესტის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ჩამოსვლამდე არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაშია გაკეთებული. შემდეგ კი მათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა საკუთარი ხარჯით მოუწევთ.

საქართველოში ჩამოსულმა ყველა მოქალაქემ საზღვრის გადმოკვეთამდე სპეციალური ელექტრონული ფორმა უნდა შეავსოს, სადაც უნდა მიუთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში დარჩენის ადგილი, საკონტაქტო ნომერი და სხვა ინფორმაცია. 

ვაქცინაციის გარეშე

ამ ეტაპზე საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ აუცრელ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან:

– ევროკავშირის ქვეყნები

– თურქმენეთი

– უზბეკეთი

– ტაჯიკეთი

– ყირგიზეთი

– რუსეთი

– სომხეთი

– აზერბაიჯანი

– უკრაინა

– ყაზახეთი

– ბელარუსი

– შვეიცარია

– ნორვეგია

– ისრაელი

– აშშ

– დიდი ბრიტანეთი

– ჩრდილოეთ ირლანდია

– არაბთა გაერთიანებული საამიროები

– კატარი

– ბაჰრეინი

– თურქეთი

ამ ქვეყნებიდან ჩამოსულმა პირებმა თან უნდა იქონიონ უარყოფითი PCR–ტესტის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ჩამოსვლამდე 72 საათის განმავლობაშია გაკეთებული. ჩამოსვლიდან მესამე დღეს ისინი ვალდებული არიან საკუთარი ხარჯით განმეორებითი ტესტი გაიკეთონ.

გარდა ამისა, საქართველოში ჩამოსულმა ყველა მოქალაქემ საზღვრის გადმოკვეთამდე სპეციალური ფორმა უნდა შეავსოს, სადაც უნდა მიუთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში დარჩენის ადგილი, საკონტაქტო ნომერი და სხვა ინფორმაცია. 

იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობდნენ, საკუთარი ხარჯით 14 დღიან კარანტინში გაუშვებენ. ამ შემთხვევაში მესამე დრეს  PCR–ტესტის გაკეთება საჭირო აღარ არის.

განსაკუთრებული შემთხვევები

საქართველოში შემოსვლა არ ეზღუდებათ:

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს;
  • ჰუმანიტარული მისიის წევრებს;
  • მძღოლებს, რომლებიც საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილეობენ;
  • საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების პერსონალს და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებს.

მოქალაქეთა კატეგორიების სრული სია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ქართულ და ინგლისურ ენაზეა გამოქვეყნებული.

ცალკე ელექტრონულ ანკეტებს ავსებენ უცხოელი სტუდენტები დ პირები, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ ჩამოდიან.

  • საქართველოში უცხოელი სტუდენტების შემოსვლის წესები – დეტალური ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
  • ინფორმაცია საქმიანი ვიზიტების/შრომითი საქმიანობისთვის – იხილეთ ამ ბმულზე.
  • ინფორმაცია პროექტზე „იმუშავე საქართველოდან“ – იხილეთ აქ.

საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრები ისევ დაკეტილია. ქვეყანაში სავალდებულოა პირბადეების ტარება და 23:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

ნახეთ მეტი
Back to top button