საზოგადოება

Pfizer: საქართველო 1 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

,,Metronome.ge” წერს, რომ საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის 1 მილიონ დოზას მიიღებს. ინფორმაცია კომპანიამ ბიზნეს ფორმულას დაუდასტურა. 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადადიან.

“Pfizer-ი სიამოვნებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან დასრულებულია მოლაპარაკების განხილვის ნაწილი SARS-CoV2–ის საწინააღმდეგო ერთ მილიონზე მეტი დოზა BNT162b2 ვაქცინის მოწოდებაზე. კომპანია გადადის საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილზე”,- ნათქვამია ამერიკული მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიის მიერ “ბიზნეს ფორმულასთვის” მიწოდებულ პასუხში.

ბიზნეს ფორმულასთან მიმოწერაში კომპანია არ აკონკრეტებს, როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას და რა ღირებულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button