პოლიტიკა

გაზეთი „სომხეთის რესპუბლიკა“: წინაპირობების გარეშე

„ამ დღეებში მიმოქცევაში შევიდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დელიმიტაციისა  და დემარკაციის თემა. საკითხი დღის წესრიგში განსაკუთრებით 12 და 13 მაისს დადგა,  როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეაღწიეს, რის შემდეგაც სომხეთმა თხოვნით მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების  ორგანიზაციას.

„ამ დროისთვის შეუძლებელია დელიმოტაციისა  და დემარკაციის პროცესის დაწყება ორ ქვეყანას შორის.  ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ,  რომელიც განსაზღვრავს მშვიდობიანი თანაცხოვრების ორმხრივ მისაღებ პირობებს, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, დელიმიტაციისა და დემარკაციის ერთობლივი კომისიის შექმნას“,  – გაზეთ „სომხეთის რესპუბლიკის“ კორესპოდენტს  განუცხადა  სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, არცახის  ყოფილმა  საგარეო საქმეთა მინისტრმა  არმან მელიქიანმა.

მისი სიტყვებით,  ამ ეტაპზე, როგორც სჩანს, ორგანიზაციას არ აქვს აქტიური სამხედრო მონაწილეობა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით ბაქომ სცადოს არცახში მყოფი რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლება კუხო-ს მრავალეროვანი კონტინგენტით. ”რუსეთის საქმე, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, განსხვავებულია: მოსკოვს მოუწევს გადაწყვიტოს, უპასუხოს თუ არა ძალის გამოყენებით აზერბაიჯანის აგრესიულ საქციელს. გასაგებია, რომ რუსულ  მხარეს  ურჩევნია ბაქოს მიერ პროვოცირებული ინციდენტის მშვიდობიანად მოგვარებას, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ მას ამის შანსი აქვს“,  – თქვა მელიქიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button