მთავარიპოლიტიკა

ევროპის ქვეყნების ელჩები ეწვივნენ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარს

სომხეთის შეიარაღებული ძალების კორპუსის მეთაურმა სამველ მინასიანმა გორისში ჩასულ  ევროპის 11 ქვეყნის ელჩს და ევროკავშირის 3 წარმომადგენელს წარუდგინა ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე – შავი ტბის მიდამოებში.

სამველ მინასიანმა უპირველეს ყოვლისა  აღნიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი დღემდე გადის სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, 1969 წელს მოხდა საზღვრების დაზუსტება, რომლებიც რატიფიცირებული იყო დოკუმენტებით, ხელმოწერებით და ბეჭდებით.

”12 მაისს დილის 7 საათისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოძრაობა შეინიშნებოდა ტბის უბანში. სიტუაციის შეფასების შედეგად აღმოჩნდა, რომ ტბის უკანა ნაწილში აზერბაიჯანული მცირე ქვედანაყოფებია განლაგებული, რომლებიც, როგორც ჩანს, ღამით გადმოვიდნენ.  12 მაისამდე სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განლაგებული იყვნენ სახელმწიფო საზღვართან, იცავდნენ სახელმწიფო საზღვარს. მოპირდაპირე მხარეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეებმა შეასრულეს საბრძოლო მორიგეობა.  2020 წლის დეკემბერში, სახელმწიფო საზღვრის მოწესრიგების დროს, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკის სამხედროებმა დროშები განათავსეს ორივე მხარეს: ჩვენ ისინი მოვათავსეთ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელი სამხედროები რესპუბლიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, – თქვა მინასიანმა.

მისივე თქმით, 12 მაისს აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 3-3,5 კმ სიღრმეში გადმოვიდნენ. კორპუსის მეთაურის თქმით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლდება.

ნახეთ მეტი
Back to top button