მარინა კალიურანდი: ბაქოში „სამხედრო ნადავლის პარკი“ უნდა დაიხუროს

მე მოვუწოდებ აზერბაიჯანს შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და აუეს გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება სომხეთის 200-ზე მეტ მოქალაქეს. ამის შესახებ განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში სომეხი სამხედრო ტყვეების განთავისუფლების შესახებ რეზოლუციის განხილვისას სიტყვით გამოსვლისას.
”ომი არასოდეს არის კარგი გადაწყვეტილება. ეს იწვევს გაუთვალსიწინებელ სიკვდილებს, ტანჯვას და ჭრილობების განკურნებისათვის დიდ დროს მოითხოვს. ამ კონტექსტში ნება მიბოძეთ ყურადღება გავამახვილო სამ განსხვავებულ აქტუალურ თემაზე. პირველი არის სომეხი სამხედრო ტყვეების და სხვა დაკავებული პირების გათავისუფლების აუცილებლობა. მე მოვუწოდებ აზერბაიჯანს შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და უეს-ის გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება სომხეთის 200-ზე მეტ მოქალაქეს. მეორე, თავი შეიკავონ პროვოკაციული რიტორიკისა და სიძულვილისგან. ამის ყველაზე სერიოზული მაგალითია ბაქოს „სამხედრო ნადავლის პარკი“. ის უნდა დაიხუროს. მესამე, სასაზღვრო ინციდენტები (სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის) სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მე აზერბაიჯანს მოვუწოდებ უკან დაიხიონ და დაიწყოს სათანადო მოლაპარაკებები სომხეთთან.